პოეზია · ლირიკა
ბანას ტაძარი
ბანთაბანო, სარკმელ-ბანავ,ზეცისკენ ვინ აღგიტანა,იქნებ ხელმან ლაზისამან,იქნებ აჭარელმა, განა...ვინ გიმღერა ნანი-ნანა,ვინ გიცეკვა განდაგანა,ბალავარს ვინ ჩაგეტანა,იქნებ აჭარელი, განა...ვისმა ზარმა მოგიბანა,პარხალმა თუ დოლისყანამ,თუ ხახულმან ტყუპისცალმანან თუ ოშკმა _ შენმა დამან...ვინ მოგხატა თავიდანა,ვინ დაგწერა ანა-ბანა,ან ვინ დაგცა გულში დანა,ან ჭრილობა ვინ მოგბანა...ვერცა რამე დამიბარა,ვერცა ზარი მომიბანა,მხარზე წვეთი დამენამა,თაღიდან თუ თვალიდანა...