↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი ზამბახებით

ხაბაზი ამირან

2026-07-181 წთ საკითხავი1464 ნახვა

—
ვარ ზამთარი დაზაფრული,მეშინია დაძახების,მაგრამ რომ ვთქვა _ გაზაფხული!..ამოხეთქავს ზამბახები.ზოგს უსკდება მღერით ყელი,ვინ ტირის და... და ვინ ჩივის,ქარი მძერწავს თბილი ხელით,ლეონარდო დავინჩივით...გალობს კვირტი მზეზე ეჭვით,ალვაც ღელავს და ჯეჯილიც,და ბილიკზე მოდის ბიჭი,ჯეჯილივით გაჯეჯილი...

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი