↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოფრინდა ლეღვის ფოთოლი

ხაბაზი ამირან

2001-07-121 წთ საკითხავი1465 ნახვა

—
ქარვის ქარებით ნაქარგი,ტრფობის და ვნების გოდოლი,რა სამოსელი, რა კარგი...მოფრინდა ლეღვის ფოთოლი.
და მიბრძანდება ზაფხული,აკორდებად და კორდებად,მზე ზარით ფერდაზაფრული,გორიგორ გადაგორდება...
გიჟი გიზგიზი ნარგიზის,ყელზე მოხვევა ლიანის...ცრემლი წამწამზე რად გიზის,რად გაგიხუნდნენ იანი...
ნუ სწუხხართ... ბრეში ღვარებით,სულ სხვანაირი დარებით...ნუ შიშობ, კვლავ მეყვარებიდაისის მზის მცხუნვარებით...
ქარვის ქარებით ნაქარგი,ტრფობის და ვნების გოდოლი,რა სამოსელი, რა კარგი...მოფრინდა ლეღვის ფოთოლი...
2002

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი