↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადგური (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

შიმბორსკა ვისლავა

2012-08-121 წთ საკითხავი641 ნახვა

—
ჩემი არჩამოსვლა ქალაქ N-შიზუსტად მოხდა.
შენ გაფრთხილებული იყავიგაუგზავნელი წერილით.
მოასწარი არ გამოცხადებადანიშნულ დროს.
მატარებელი მესამე ლიანდაგზე ჩამოდგა.ბევრი მგზავრი ჩამოიყვანა.
მგზავრებს შორის გასასვლელისკენ მიემართებოდაარყოფნა ჩემი პიროვნებისა.
რამდენიმე ქალმა აჩქარებითშემცვალაამ ფაცაფუცში.ერთ მათგანს ვიღაცა ეცაჩემთვის უცნობი,მაგრამ ქალმა იცნო იგიიმწამსვე.
მათ გადაჰკოცნეს ერთმანეთიარაჩვენი კოცნით.
ამასობაში მოიპარესარაჩემი ჩემოდანი.
ქალაქ N-ის სადგურმაკარგად ჩააბარა გამოცდაობიექტურ არსებობაში.
მთავარი ადგილზევე რჩებოდა,წვრილმანები მოძრაობდნენთავიანთი მიმართულებით.
დანიშნული შეხვედრაც კიშედგაჩვენი ყოფნისფარგლებს იქით
ალბათობისდაკარგულ სამოთხეში.
სადღაც სხვაგან,სადღაც სახვაგან.რა უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები.

შიმბორსკა ვისლავა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი