↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საავადმყოფოში მისვლა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

შიმბორსკა ვისლავა

2012-08-121 წთ საკითხავი641 ნახვა

—
ჩვენ წილი ვყარეთ ასანთებით: ვინ წავა მასთან?მე მომიწია და იმწამსვე დავტოვე სუფრა.საავადმყოფო იქვე იყო, რესტორნის გვერდითდა მნახველების მიღების დრო ახლოვდებოდა...
მან არაფერი მიპასუხა მისალმებაზედა როს მარჯვენა გავუწოდე, ხელი წაიღოსწრაფად ისე, ვით დამშეულმა ნაგაზმა ძვალი.
ისეთი სახე და ისეთი იერი ჰქონდა,თითქოს რცხვენოდა საკუთარი გარდაცვალების.რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ჩემი მზერამის თვალებს ასცდა, როგორც ჭერში ნასროლი ტყვია.
იგი არ მთხოვდა არც დარჩენას, არც წასვლას მთხოვდა,თქვენი ამბავიც არ უკითხავს, არც შენი, ვლოდეკ,არც შენი, მარეკ, და არც შენი, ჩემო ირენა...
თავი ამტკივდა. ვინ კვდებოდა? ვის უკვდებოდა?რატომ და რისთვის; დაბნეული, ხოტბას ვასხამდითანამედროვე მედიცინას და სამ გვირილას,ფანჯრის რაფაზე გამჭვირვალე ლარნაკში ჩადგმულს...
მადლობა უფალს! რა კარგია, კიბე არსებობსდა შეგიძლია სულ სირბილით დაეშვა ქვევით!მადლობა უფალს! რა კარგია, კარი არსებობსდა შეგიძლია გააღო და გავარდე გარეთ!მადლობა უფალს! აქვე ახლო რესტორანია,სადაც თქვენ, ჩემო მეგობრებო, ამჟამად მიცდით!

შიმბორსკა ვისლავა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი