პოეზია · ლირიკა
პაემანი ყვავილებთან
მინდორს ვიყავ ყვავილებთანდა მათრობდა სურნელება,გავიქეცი, გამომიდგნენ,გზა დაკარგეს სულელებმა.დავემალე ორღობეში,ვეღარ მომკრეს ვერსად თვალი,თუ მიპოვეს მერე ნახეთ,მერე ნახეთ ჩემი ბრალი.გაცხარებით დამეძებენყვავილები ნაირფერი,ისე ძლიერ შემიყვარეს,დაივიწყეს ყველაფერი.დავემალე, მაინც მნახეს,მათ სახლამდე მდიეს, მდიეს,და ის ღამე ლამაზებმაჩემს ოთახში გაათიეს.