↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წამალი

ნიშნიანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი24950 ნახვა

—
ვეღარ გიშველეთ…
ბრჯრალებს გვცემდა სიცხის მამალი,
გაცუდდა ყველა აქიმობა, ყველა წამალი.
წუხდი, შფოთავდი, ილეოდი, როგორც ცისკარი
და ბოლოს უღვთო ტკივილებით განაწამარი
ღმერთს შეებრალე
და სიკვდილის გამოგიგზავნა,
როგორც ყველაფრის უებარი, ნაღდი წამალი.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი