პოეზია · ლირიკა
ღმერთო, ისევ შეგვაერთე
ჯანო ჯანელიძეს
ღმერთო, ქართველს ჯანი მიეც,დაულოცე ჯანი...სიყვარულში ტოლს არ უდებსლაზს და მეგრელს ჭანი.
ტრაპიზონში ხელებს გაშლის,სამსუნამდე გაწვდება,დილამდე რომ აჯაღინო,ერთხელ არ გაბრაზდება.
ძღაბი თოლეფს შემოგავლებს,ცისფერ თოლებს, მალულად,ამოხეთქავს მარგალიტიმეგრულ-ლაზურ-ჭანურად.
ეს ძველების სიმღერაა,რომ არ შემოუღამდეს,ღმერთო, ისევ შეგვაერთე,ისევ შეგვადუღაბე.