↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მცხეთის მთებში

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20240 ნახვა

—
აქ ძველ კედლების ხმა მომესმოდამამათმთავრების ხმა გადასული...აქ დედაჩემის კოჭობი სდუღდა...აქ ხმალს ლესავდა მამა მხარგრძელი,გუთანს უძღოდა გაღიმებული...მათ მაგარ გულზე მე ვარ გაზრდილი,სიტყვატკბილი და მაღალხმიანი.აქა მღეროდნენ სტვირის მკვრელებიდა მომღერლები სიყვარულისა;მათი ფერფლიდან მე აღმოვცენდი,ნაწოვი მათი სიმღერებითა,ნაძვის წვერივით განათებული.დღეს ხეობებში ჩემი ლექსი ჰქრის,მიწით შესვრილი, ტახის ღონისა;ასამაღლებელს ახლა მე ვიტყვი,სათქმელს მიმინოს მოკივილითა, ―აჰა, სამშობლოვ, სიტყვა ქართული!არ მინდა ჩანგი მე ხელნაჭერი,ნარტყამი ხმალი სააკაძისა;არ მინდა სირჩა სხვისი ნასვამი,ვარსკვლავი სხვისი შარავანდითა,სხვის იალქანი ათრთოლებული!მე მიპოვნია ჩემი სიმღერა,ჩემი სიტყვები გამაპობელი, ―სიტყვა ამტყდარი წვიმასავითა,ცისარტყელებით ვარაყფრქვეული!სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი,ლოდმაგარ ქვითკირს, ― აღტაცებული...მიყვარს სამშობლოს განთიადები,ქართლის სიმაგრე შეუტეხელი,მის ლამაზ მიწას ვეალერსები.დე, ჩემი ლექსი დარჩენილიყვეს,ვით ხმლის ნატეხი დაძველებული,ვით წყალდიდობის ქაფი შემხმარიდიდი მდინარის ნაპირებისა...ვიცი, ფერფლიდან ტალღა წამოვა,ძალა ექნება დაჯახებისა;ვიცი, ტალღიდან წარღვნა წამოვადა არ ექნება ბოლოკიდური.შიგ დღევანდელი ხმა დაიძახებს,ჩემი გულის ხმა სიცოცხლიანი...ახალ ცხოვრების ახალი ღონით,ახალ ქართლის მზით გაჩაღებული..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი