↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშობლური, ტკბილი, მოწყალე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20217 ნახვა

—
გული მოგელის, მაისო,გაფანტე ოქროს დიელო,მე მინდა შენმა ნათელმათვალებში კიდევ იელვოს.რომ დამავიწყდეს ზამთარიდა მისი ქარიშხალები,ნუშო, კოკორი გახსენი,ყაყაჩოვ, შავი ხალები...მიყვარს ხე შუქში ჩამდგარი,ოცნების დასადარელი,მიყვარს მე დილა მზიანი,როცა მოვა და არ ელი.მიყვარს ღვართქაფი, ყიჟინა,მეხის ხმა, წვიმიანობა,ნიავზე ყანა, ქალივითმოსახვევნად რომ წამოვა...და იაფერი, მარადისგულიდან დაუთხოველი:"მშობლური, ტკბილი, მოწყალე,ცა წყალობისა მთოველი!"
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი