პოეზია · ლირიკა
უმისამართო
უმისამართოდ ვცხოვრობდი მაშინ,უმისამართო დამდევდა მთვარეც,შენ არასოდეს იყავი სახლშიდა მე ყოველთვის ვიყავი გარეთ.
მე შენს მისამართს ვეძებდი მაშინ,სულ წამით შენი დანახვა მსურდა,უმისამართო მოვიდა ბავშვიგამახსენდი და მივეცი ხურდა.