↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშვიდობის დღეა, მშვენიერების!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-133 წთ საკითხავი20212 ნახვა

—
1მშვიდობის დღეა,მშვენიერების,ძმაო ძვირფასო,ვერ შეელევი!მაისს გადაეცშენი ფართობი,მზით შევეგებნეთდა გულვარდობით.ვინც ხარ მაისისვარდის მკრეფელი,გააღე კარიგახსენ ბჭეკარი!გახსენ ბჭეკარი!სულ პირველ მაისსშეეგებენით!..სამადლობელოსჩვენ თუ ძმურს ვუხდითვარდ-იასამნის აზარფეშებით, ―ცათა ფირუზი მოაქვს პეშვებითდა საქართველოსბაღთა ზურმუხტი...მე საქართველოსვერ მომაცილებთ,ვით ვერ მოიცლისხალს ვეფხვის ტყავი.ყველა მაისისვარ მონაწილე,ყველა აპრილისზამბახთან ვყვავი!სულ მთლათ დავლევდიაღმოსავლეთისშარბათს,რაც მისთვის საკვეხურია,არ მივიჩნევდიშენზე უტკბესად, ―ქართლ-იმერ-ეგრის ―კახეთ-გურიავ!
2ბუდეებიდანისმის ჟღივილი,სიმღერები დახმები დილისა.და მტკვრის ზვირთებისგადაყივილში,გამოიღვიძაკიდეც თბილისმა!მთა შემოფარგლაოქროს ნათელმა,და გაუღიმა მიწას მაისმა,ვარდი გაირჭო ქუდში ქართველმადა მზე ცამ ―ბროლზე უსუფთაესმა.ჩემს სამშობლოშიდა ჩემს კერაზე,სადაც სიოც კიარ მეურჩება,მე მირჩევნიასაუკუნეებსსაათის ერთი დაბღაუჭება!როცა შეღმართზე მიდის ისარი,ძალის მოკრეფით, ნელი ტაატით,მე ძარღვს ვაშველებ,მე გულს ვაშველებ,ჩემს გულს მიჰყავდეს თითქოს საათი!მყინვარის წვერზე არ მინდა ბინა,არც მზესთან ახლოს დაბანაკება.მე ― ხალხის გულში ცხოვრება მინდა,მეზობლებთან და ამხანაგებთან!არა, სამშობლოს ვერ მომაცილებ,მისი მადგია მე მუზარადი;ქართლის აღდგენის ვარ მონაწილედა მომღერალი მისი მარადის!თქვენ ნახეთ ბუდე ჩემი გულისა,სადაც ელვარებს მწვანე მაისი,ბანაკი არის გაზაფხულისა,ყველა მწვერვალზე უზედაესი!გააღე კარი,გახსენ ბჭეკარი,მე საკუთარ გულს ვეღარ ვერევი,თაიგულები უხვად შეკარი,დღეა მშვიდობის,მშვენიერების...
3როგორც ერთძმები,დგანან ლერწმები,როგორ ეტყობათ,ხმათა შეტკბობა?შეირხა ფერფლი დაძინებულიმეტეხში პირველ მაისს აღმდგარი,თამარის სუნთქვით გაღვიძებული,ოქროს ხმით რეკავს რუსთველის ქნარი:― რაა ცხოვრება, ქვაბის მონებო,უსიყვარულო, უშთაგონებო?და სააკაძე გრგვინავს ბედქარი:― რაა ცხოვრება ბრძოლის გარეშე,თუ არ მაცვია შავი ბეგთარი,სიცოცხლის წუთს ნუ მიანგარიშებთ!
4რაც იყო იყო,―დაე ჩაბარდესძველს ისტორიასძველი ცთომანი:მე მიყვარს ახლამწვანე ბაღებზემაისის ფერთა მიმოკრთომანი;ოქროს ფრთიანი ჩემი პირიმზევით სიყვარული განაღდებული,―ვაშლის ყვავილით ჩემი დილიმზე,ნუშის ყვავილით განათებული.მე თავი როდიმემარტოვება,ხე შემომღერისმწვანე რტოება;კვირტში შემწყვდეულრძის ნამის ძალა,მეც ხომ ფრთებს მიზრდისარწივის ცალად!
5შეხედე, ატმის ტოტი ინთება,ვარდი გაირჭე, ჭიქაც ავავსოთ!ჩვენ საქართველოს ვუთხრათ დიდებადა სიტყვაც მისთვის მოვილამაზოთ!და რაც იღვიძებს ―მას გაუმარჯოს!მას გაზაფხულმაგზა დაუფარჩოს!მაისის ხნული,მაისის ვარდი!გინდ სიყვარულის პატარა დარდიც?მაისი არის,გაიზიარე,გაიმზიანეგულის ლაჟვარდი!მე ვუმღერ მუდმივ აყვავილებას,და საქართველოს ცის უკვდავებას;ძალას ხალხისას, რომ არ ილევავნატრობ მის გულზე სიმათ გავება!
6მე ჩემს გულისთქმას ვეღარ ვერევი,დღეა მშვიდობის, მშვენიერების...ვნატრობ ხალხის გულს არავითარიზარბაზნის კვამლი აღარ ნისლავდესამ სილამაზით ვიყო მდიდარიმარიხ-ვარსკვლავის მზესთან მისვლამდე!თავს ვუხრი ბალახს,მინდა სიცოცხლე,ამ თეთრ ვაშლის ქვეშ,უკუნისამდე!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი