↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მყვირალობა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2012-09-121 წთ საკითხავი23289 ნახვა

—
ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,ტყეები გადიყირმიზა,ენკენისთვეში მთებიდანისმის ყვირილი ირმისა.
― რასა ჰყვირიან ირმებიყორან-მთას, ყარაიასა?სახუნდარიდან მარეკიგულში გაარტყავს ტყვიასა...
ხარი ირემი ფურს ეძებს,მთაში ნასუქი ღიჭითა;ქაფსა ჰყრის გადაკაწრულიეკლებითა და ხიჭვითა.
თავი ანება ცალისთვისიალაღების მწვანესა,მოამტვრევს რქების ლაწანითჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.
დაშტერებული ჯოგებიმორბიან თავდაყირანი...ხარი ფურს ეძებს ღრიალით,მე - სიყვარულსა მყვირალი!
გახელებული ხარი ვარ,გეშს ვიღებ ნიავქარზედა,მაჩვენეთ ჩემი ოცნება,რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!
სულ მივამტვრიო, მივლეწო,გულში რაც გადაირაზა,შევყვირებ, როგორც ირმებიჰყვირიან ყარაიასა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი