↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საახალწლო ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-132 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ღამის წყვდიადში მე შემომესმა,სურნელი ნაზი, თვალგაპობილი.გრიგალმა ცივმა და უშორესმაკართან მოაგდო ავტომობილი.
გაჩერდა ორი ყვითელი თვალიდა შეშინებით დაკრთენ ჩრდილები,კარებთან კივის წარსულის ვალი:მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
და პოეზიის ნათელი დროშითიხავერდება ოცნება ჭრელი,რომ სხვა მოცარტით და დელაროშითვიხიბლებოდე მე, მენესტრელი.
აღტაცებების რეკავდეს მინადა სიხარულის იყოს ღილები,Flor extra fina, flor extra fina!მუსიკა, ღვინო და ყვავილები.
შიშით ატირდა კლავიში ერთი,კლავიატურის გულში მკივარი,ოდეს ცეცხლივით დიდი კონცერტიმოედო თეატრს, ვით სატკივარი.
მრავალ წამწამებს და მრავალ ისარსგრძნობს დაღალული თვალი თეატრშიდა ედარები მზეს ნამაისარს,მაღალ ლოჟიდან შენ, ბეატრიჩე!
სული გაქანდა ზღვაში მოტივედ,თითქო ქაოსის ნისლში შეველიდა ატივტივდა იქ ნაფოტივითკლავიში ერთი, შეულეველი,
რომ დავიწყება შემეძლოს რითმე!რომ გადაკარგვა შემეძლოს სადმე!რომ მაპოვნინა მე შენზე რითმა!რომ ასსონანსი ღიროდეს რადმე!
კვლავ მონად ვყავარ თეატრის ვარდებს,ღამეს, სითეთრეს, ვაზას, მაგიდებს,კარგი ქალების სიცილს უდარდელს,ელვარე ლალებს და ყელსაკიდებს.
ისევ დენდიზმი! სიტყვის ბროლებითეშვება ფარდა. მიდის სტუმარი,თეატრი ხდება ლურჯ გაზოლებითუდაბნო ყვავილთ ნასამუმარი.
პატრონი იყო დემონთა წარბის,ვისაც სარკესთან მოწყდა საყურე.აბნელებს სანთლებს, ალაგებს დარბაზსდა მშვიდათ მიდის მოსამსახურე.
უკანასკნელი იყო ეს ლხინი,მის ხსოვნად სული მარად ევნება,მთვარე - ღრუბლების თეთრი პინგვინიდა ბაღის მძიმე აშადრევნება!
აღტაცებების რეკავდა მინა,და სიხარულის იყო ღილები,Flor extra fina, flor extra fina!მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი