↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საახალწლო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
განახლების დადგა ხანა,ახმაურდა ხალხი,ქარხანასთან მიდის ყანა,გაქრა ძველი თალხი.ძველებურად ქარს არ ატანსმასა თავის შრომას,რკინასა სჭედს, თუ თხრის მადანს,არ ივიწყებს, რომ მასურჩევს ყველა გაფრთხილებითმანქანასთან დგომას,ხელი უწყოს განახლებისგადიდების ზომას.ასი წლით წინ წაიწიასულ ერთ წელში მხარემ,ჯერ სად არის! უსივრცოაჩვენი წინსვლის არე.მტერი ღრინავს, მაგრამ საქმეწასულია მათი.აფრიალდეს დროშა მშვენი,ძირს ჯვარი და ხატი,რომ გვბაძავდეს მთელი ქვეყნისპროლეტარიატი!მაშ წიგნებთან, მაშ წიგნებითშევხვდეთ ამ წელს ახალს,მივყვეთ დროშას ოქტომბრისას,უძლეველს და მაღალს.
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი