პოეზია · ლირიკა
მკვდართა მზე ვარ
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,გულო, რისად მეხურები?სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...კორჩიოტას,კორჩიოტას თესლი გალხვა,ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას...ლხენით ვისმენ ვისმენ ბეღურების წივ-წივ,წივ-წივს...ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,მაგრამ...მაინც გული რისად მეხურება?ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლიაკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა...ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,გულო, რისად მეხურები?სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,ჩემს სხივებში ჟივჟივებენ ბეღურები...
1946 წელი.