↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოდიოდა ნინო მთებით

კალანდაძე ანა

2026-07-181 წთ საკითხავი9525 ნახვა

—
„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.ნინო
ლურჯ მწვერვალებსქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედადა ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდადა ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდადა მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინადა ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედადა ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი