პოეზია · ლირიკა
პასუხი
მაშ, შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებსდა რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?!იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილიდა ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?!იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვიაან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე,ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?!არა! ქართველთა გზა როდია ასე იოლი:თვითმკვლელობაადიდი საქმის ჩვენში დაწყება...სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონიდა ქვაფენილებსშურდულივითდაენარცხება!