↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი დღეების მიწა

ალხაზიშვილი გივი

2011-03-151 წთ საკითხავი6575 ნახვა

—
ის მასულდგმულებს, მისი წყალობა _პური და ღვინო, ღვინო და პური,მარჩენალია, რაც თავი ახსოვს,თუმცა არასდროს ჰქონია ფული.
ასეთ სიმდიდრეს ვერ მიწილადებსმილიარდერთა მსუყე ფონდები,ესაა რასაც მჩუქნის განგება,ამაოებით, როცა ვღონდები.
საღამოს ტახტზე სხეულს ვასვენებთ,მე და ეს, ჩემი დღეების მიწადა ის, ვინც ხორბლის სიმწიფე იგრძნო,ღმერთის გახელილ ცასავით მიცავს.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი