პოეზია · ლირიკა
აგვისტოს დილა
დადგა აგვისტოს დილა,დღეს დილიდანვე ცხელა.ცა ისე მოწმენდილა,ო, მზე ჩანს ვარდისხელა.დასასვენებლად არისგამგზავრებული ყველა.თბილისს ღია აქვს კარი _ზაფხული გადის ნელა.დადგება სექტემბერი,ქუჩები აივსება.შინ დაბრუნდება ბევრი,იტყვის ზაფხულის ქებას.ვინ _ ზღვაზე გარუჯულა,ვინ _ მოიარა მთები,ვინ _ ბედი მოარჯულა,ჰკრა სხვა ქვეყნის ცას ფრთები.წელს ვერ წავედი ვერსად,ამ ცხელ თბილისში ჩავრჩი.მაღვიძებს დილის მესსადა მარტოობა _ ჩარჩი.ჩქარა გავიდეს, მინდააგვისტო _ ჩემებს ველი,როგორც წყალობას ციდან.