↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არა, არ დამივიწყო!

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2476 ნახვა

—
არა, არ დამივიწყო!არა, არ მიმატოვო!ეს ცრემლები ვინ მიზღოს,მეუფევ და ბატონო?
სხვა გზა არ გამაჩნია,სხვა არ შემიყვარდება.შენი სახე მაჩნიაგულზე, შენი ხატება.
ის, რაც არის ჩვენ შორის,სიყვარულზე მეტია.მზის თვალივით მეშორედა ჩვენ შორის ღმერთია.
მუხლმოყრილი ვლოცულობჩემი, შენი სულისთვის.სიყვარულით მოცულიმხევალი ვარ უღირსი.
იდუმალო ფანტომო,რა გსურს? შენთვის ვინ ვიყო?არა, არ მიმატოვო!არა, არ დამივიწყო!
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი