↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტალინის სურათს

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
ინვალიდები ომის თუ დროისბაღში ჰყიდიან სტალინის სურათს,გამარჯვებებით დამარცხებულიდგას წარსულსა და მომავალს შუა.
ჩაწყვეტილი აქვს მზერაში სიმი,მხედრული ქუდი გვირგვინად ხურავს;კალათით, როგორც მოხარშულ სიმინდს,ბაღში ჰყიდიან სტალინის სურათს.
ჩერდება ხალხი სხვადასხვა რჯულის,გაისმის წყევლა, დიდება, ჭორი;ის, გამარჯვებით დამარცხებული,დგას წარსულსა და მომავალს შორის.
1985
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი