↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გეძებდი ყველგან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხედა მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა,მე ყველაფერი გადავივიწყე,არ არის ზეცა... არ არის ბინა.არის ჩვენს შორის მთელი კედელი,და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვეთელი,ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:არც მინდა შენი ყალბი ტახტები,მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცისმტვერი იყავი, მტვერი გახდები.არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,აპოკალიპსის მძაფრი მხედარი,ვინც ქაოსებში შემოაჭენა.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი