↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2582 ნახვა

—
ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი ჯართის პუნქტშია თავმოყრილი..ნელ-ნელა ჭრიან,დაბადების დღის ტორტივით..
მე მახსოვს მკაცრი კონდუქტორი,ქალი ვატმანი (არც თუ მკაცრი)..მახსოვს დედა - აჩქარებული..მე - ხელში ბედნიერი ბილეთით..და ბედნიერი თვალებით..რატომღაც..
ჩემი ბავშვობა ჯართის პუნქტშია თავმოყრილი..ნელ-ნელა ვჭრი..(სულაც არა დაბადების დღის ტორტივით,რადგან არ მიყვარდა დაბადების დღეები არასდროს..)ლუკმებად ვანაწილებ დამშვიდად ვაგემოვნებ..
გუშინ, როცა ლისაბონის ფოტო მაჩვენე -აღმართზე კოპწია ტრამვაით თავმოწონებული,ჩემი ბედნიერი ბილეთი გამახსენდა -თავში და ბოლოში ერთნაირი ციფრებით..
ჩამოვიდოდი ლისაბონში..(როგორც ჩემს ბავშვობაში..)ერთხელ მაინც..

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი