↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვდგევართ რატაციონის მანქანასთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ვდგევართ რატაციონის მანქანასთანელვის სისწრაფითბეჭდავს, ქაღალდს სჭრისჰკეცავს და ითვლის,სთვლისასობით და ათასობით.წიგნი იჭრებადა სალამს გითვლისახალთ-ახალიფიანდაზობით.როგორ ედრებაფოლადის ალქაჯს.ეს მოძრაობასულით ეხებაარა მარტო ყურს,არამედ თვალსაც,და თვალში ელვადგადიტეხება.ჩვენ მუშასავითვეპყრობით სტამბას,ჩვენ გვჯერა მისიდიადი როლი,თუ ეს პოემაგვიყვება ამბავს,თუ სტიქიურილექსების ბროლისხვანაირია, არ ჰგავსწინანდელს,რატაციონისმანქანით აღსდგა,მან მოიტანამრავალოდენისიტყვის ტეხნიკადა გიმნასტიკა.ჩვენ გავიარეთგზები რკინისფერლექსების ღვარში,ისევ რკინაში,ეხლა პირდაპირ,ეხლა პირისპირ,რატაციონის ვდგევართ წინაშე.ცოტა გვაქვს, მაგრამარც ისე ცოტა,რომ მან პასუხისამაგიეროარ გასცეს იმათ, ვინაც იცოდაფიქრი უგულოდა მანკიერი.ვინც დღეღამ ფიქრობსჩვენი კულტურისჯერ დამონებას,გადაცურებას,იქ, სადაც გესლიინთება შურის, -შემდეგ სრულიადგანადგურებას.გაიგებს, ვისაც უნდა გაგება,რომ მიმართულიიქით იქნებაჩვენი სიცოცხლე,თავგადაგება,მრავალმილიარდქართულ წიგნებად.შორს არაა დრო,როდესაც რისხვითგადაიხედავსიქით მანქანა,საიდანაც მასარცხვენენ კიცხვით.რა მოხდა?ან ვინ გამოაქანა?მანქანით -რაც უნდა არა სთქვან,ცხოვრებისახალი ყლორტებით,თანდათან,თანდათან,თანდათან,ყოველდღესიბნელეს ვშორდებით.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი