↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თუმცა დიდი იმედი მაქვს

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი27000 ნახვა

—
თუმცა დიდი იმედი მაქვსგულის - ნაამაგარისა,ხელი მაინც შემაშველე,ხელი მაინც არ გამიშვა.რომ არასდროს გამიჭირდეს,როგორც ერთხელ გამიჭირდა,არ დამტოვო,არ მომშორდე,არ მომშორდე ნაბიჯითაც.როცა მტოვებ,ზუზუნებენბუკები და წინწილები,და ხელს ისე მაგრად გიჭერ,თითქოს წყალში ვიძირები...გავექცევი მეგობრებისვალებსა და ანგარიშებს,არაფერიც არ მომივა,სანამ შენ ხელს არ გამიშვებ,არც იმედი არ მექნებაყავარჯნის და არგანისა,ოღონდ ხელი შემაშველე,ოღნდ ხელი არ გამიშვა.1972
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი