↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ველოდები მატს

გაბაიძე გიორგი

2020-06-121 წთ საკითხავი19630 ნახვა

—
შავ-თეთრ დაფას მაგონებს,ბილიკები ცხოვრების,თუ თამაში არ იცი,დაელოდე მატს,პაიკები - ბავშვობის,სიყმაწვილის მსტოვრები,მალე გამოგაცლიან,საყრდენივით მათ.
მაგრამ ისევ ბავშვობის,მოწოდება-მსვლელობით,თუ მისდიე იმ მცნებებს,რაც ბავშვურად თქვეს,გაიზრდები უთუოდ,სხვისგან... - ან თვითმკვლელობით,უაღმართო აღმართზე ააგორებ ქვებს...
ვერ ამოვალ შენამდე,დაი, რამე მიშველე,ფრთას მომაწვდი იქიდან,ვერ კი შეძლებ მეტს,სიცხეა და ვერ ვთბები,სულიერად შიშველი,ადამივით არ მინდა,დავენახო ღმერთს...
ხელი გამომიწოდე,სუნთქვაც მეცოტავება,სანთელივით დანთებულთითებს ველი მხსნელს,როცა გიცქერ მამონა,შემომეღრინ-დავება,“არვინ გამოგიწვდიოსო,აქ მყოფს მაინც ხელს!..”...ლოცვას ხომ ჩამომაწვდი,და თვალების ნაშიერთ,გაგუდული, სისველედვიგრძნობ სითბოს მათს,მომიკლავენ დედოფალს,ჩემი სულის ლაზიერს,,შემდეგ სვლებში უთუოდველოდები მატს...!
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი