↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შინდებს ბორდო სდით

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2582 ნახვა

—
შინდებს ბორდო სდით...ჩემი მაჯიდან მოსვი ბადაგი..იმღვრიე თვალი..აიღე კოვზი,ნატეხ შაქარს,ჩაფშვნილს შენს სულშიამოურიე...აიღე დანა,საკუთარ მაჯას გადაატარედა ამამღვრიეტუჩმოლოკილი...ნაბიჯარეულს გაგიძღვებიჩემი ეზოს შინდის ჩეროში..შინდებს ბორდო სდით..მხრებზე დაფენილ არტერიებითთავს იწონებენ..შინდებს ბორდო სდით..დაჩითულ კაბებს აფრიალებენგამხდარ კანჭებზე..შინდებს ბორდო სდით..მხარზე შემოდგმულ კოკას ავსებენმოლზე გაშლილი შენი სუფრისთვის..წამოუწექი..თვალი მილულეშემოპარული სხივის ციალზე..გაუყევი გზას,აღმართიდან დაღმართებისკენ..გადამიშალე ზღაპრის წიგნი,წამოღებულიდა საყვარელი ადგილები ამომიკითხე..
ჩამობუნდოვნდა,ჩეროს რიგში ვერცხლი იბნევა..არტერიები აუკეცავთ კეფაზე შინდებს..სალბუნი მადევს,ჩემი მაჯა პირშეკრულია..ჩემი თვალი დაწმენდილია..ჩემი ბიჯი - დამშვიდებული...მივყვები ბინდებს ხელისცეცებითდა ჩანასახის პოზაში მყოფივისიზმრებ სიზმრებს...
ეზოს წიაღში,ვერცხლის წვიმის ქვეშშინდებს ბორდო სდით...

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი