პოეზია · ლირიკა
ღია
…კიდევ, მინდოდა, დამეწერა, თუ როგორ – გაღმა.აქამდე მხოლოდ ნავი აღწევს და ისიც შენი.გახვედრებ ზურგზე ამოტვიფრულ სიცივის დამღას;შენ, წამოღებულ მალამოთი, ღამიდან მდენიდა მე – მდინარი უხმაუროდ ყურე(ე)ბს შუა –გზაზე, რომელიც დამაბრუნებს ისევე ღამეს,რომ შენი ნავი კვლავ მოადგეს მოტეხილ ყუას,შენმა მალამომ მაჯისცემა კვლავ დამიამოს.აი, ამისთვის მოვირკალე ზურგი და თვალებსწყალში ვალაგებ – მოვაცილო თუ კი რამ მღვრიეშემორჩათ გზიდან, რომ ვფარავდი მე ასე მალი –შემოსწრებული მგზავრისათვის სახლი კარღია…