↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულშეკრული

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2583 ნახვა

—
ერთადერთი, ელია დარჩა მოსასვლელი.ჩვენ ვართ.მთებიც არიან.ცისთვის გაწოდებული ჩვილიანი ხელებიც ჩანს.ყველა ჩიტი ბუდეშია, ყველა მხეცი – ბუნაგში.ყველა ქარი ჩამდგარია,რომელიც ამ წრეს ბუქნით არ უვლის.პირისპირ ვსხედვართ.მზერით ვსინჯავთ ერთმანეთს დასაძგერებელ მკერდებს.სული შეკრულია,ფერდობზეა ჩაგორებული.მისი ყრუ გმინვაა, ამ სკამებს რომ ატორტმანებს,ხანდახან.სიჩუმე დგას.მხოლოდ ელია დარჩა მოსასვლელი,გაღმიდან.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი