პოეზია · ლირიკა
სიზმარი
დამიხუჭე თვალები..გამოთვალე..იქსი, იგრეკი..და ვიდრე დაფას თეთრი ცარცით პასუხს მიაწერ..მე დავისიზმრებ..
რუხ მდინარეში,ღრიალაში,აჩქარებულშიმთები ცვივიან ანარეკლად,და შენც - ხელდახელ..თავით ეშვები..აჰყარე ფლოქვით ნაპერწკლებირიყის ფილა ქვებს..და დაუყევი მრუმე ტყისპირსჯიქურ ყიჟინით..გამოდევნებულ ექოს შეხვდიქარის მოტანილს..გამოივაკე..ჩამოხდი ველად..შეეშვი მერანს -სუნთქვა იჯეროს..გაჰყევი ფეხით..შენი გულისთქმით იპოვი წყაროს,სულის მოსათქმელს..
სიზმარს გიყვები -დაფაზე ნაწერ,უტყუარ პასუხს..თვალდახუჭული რომ ვკითხულობდი...