პოეზია · ლირიკა
* * * განსაცდელი - ჩვენში დარჩეს სიმართლე
განსაცდელი - ჩვენში დარჩეს სიმართლე -იყო ჩემი ბედისწერა თავიდან...თავს ნამდვილად ვეღარაფრით ვიმართლებ,სამართლიან შენს წყენასაც ავიტან!მსაყვედურობ: „მოგემართა რომ ხელი,კვლავაც კაცი მერქმეოდა მომლხენი,ნაღდად ვეღარ წამაქცევდა იღბალი“...სინანული დამრცა მხოლოდ გულწრფელი,აღსარებაც მათქმევინე შენ ახლა!შეცოდებას ერთი რამით ვუშველი:უნდა ვიშვა ქვეყანაზე ხელახლა...