პოეზია · ლირიკა
* * * გაქრა ოცნება წმინდა
გაქრა ოცნება წმინდა,ქრება ნათელი მზეც.ზოგჯერ არავინ მინდა,არვის ვუნდივარ მეც...რაღა დავმალო, ხშირადფარული დარდი მკლავს:თავს არავისთვის ვწირავ,არავინ მწირავ თავს...თითო-ოროლა სანდოკაცი მიკეტებს გულს.ახლა არავის ვდარდობ,ჩემზეც არავინ წუხს..გულს სინანული სერავს:ვერავის ვუხდი ვალს.ნაცნობს ვარიდებ მზერას,ისიც მარიდებს თვალს...გაქრა ოცნება წმინდა,ქრება ნათელი მზეც.ზოგჯერ არავინ მინდა,არვის ვუნდივარ მეც...