პოეზია · ლირიკა
* * * გეფიცები, გულს უღმერთოდ მტკენ
შ. ჩანტლაძესგეფიცები, გულს უღმერთდ მტკენ,როცა ამბობ: ამაოა შველა...ერთხელ ყველა ჩამოგშორდა შენ,მერე თვითონ მიატოვე ყველა.მარტოობა გულის ძარღვებს წყვეტს,მოლოდინში უკვე სისხლიც შრება,ყველაფერი ასე სურდა ღმერთს,აღასრულა ღმერთმა მისი ნება!