↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქუჩაზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
პატარა პირუტყვებივით ჰყრია ბავშვებიზამთრის ქუჩებში.პირუტყვებს რამე მაინც ფარავს,ბავშვებს - არა რა.ხბოს რომ ბოსელში შეაგდებენამ ცივ ზამთარში,მას თვალებჭროღა გვერდს ეყოლებაძვირფასი ძროხა:მაგრამ ბავშვებსაც ნახირობით უყვართ ცხოვრება.აი, ქუჩაზე ეტლს მიათრევსფაშატი ცხენი,იცის იმ ცხენმაც, რომ დახვდებასითბო და თივა.მოხსნიან ლაგამს და საპალნეს,მისცემენ თოფრას.ასე არ ოცნებობს პატარა მაწანწალა,ამოწუმპული და უფერული;იგი ეხლავე არის მშიერი მგელი,იგი ეხლავე არის ლაქუცა ძაღლი.სნეული ბავშვები,კატის კნუტებივით ღამით მიყრილითოვლიან ქვებზე,ოცნებობენ მკვლელობაზე,სისხლზე და ცეცხლზე.
1926
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი