↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 59 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
თუ არაფერი არ იქმნება ქვეყნად ახალიდა თუკი ზეცაც არ შეცვლილა დასაბამიდან,მაშინ სიახლეს რად დაეძებს ფიქრი მაღალი,ერთხელ შობილი რატომ ვშობოთ ისევ თვიდან?!მივბრუნდეთ უკან, გავიაროთ წლები წარსული,ხუთას მზის ჩასვლას გადავევლოთ ოცნებით თავზე,ვიპოვოთ წიგნი, სიძველისგან ფერგადასული:იქნებ იქ ვნახოთ შენი სახე მშვენებით სავსე.მაშინ მომითხრობს დამტვერილი წიგნის ფურცელი,ვით ადიდებდნენ სილამაზის გასხივოსნებას,ჩვენი სამყარო ძველებურად დარჩა უცვლელი,თუ გავასწარით წინაპრების ფიქრს და ოცნებას.წარსულშიც ბევრი მოთაყვანე იყო მშვენების,მაგრამ სად იყო სილამაზე წინათ შენებრი?!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი