↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 6 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2016-10-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,მაგ სილამაზით დაამშვენე თასი საბედო,სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,მშვენიერებამ თავის მოკლა რომ ვერ გაბედოს,ვინ გაგამტყუნებს, სილამაზე რომ არ დანაცრო,ხარკის გაღებას მშვენებისთვის ვინ არ ეცდება,შენივ თავისთვის გააჩინე შენი სანაცვლო,ათჯერ გამრავლდი, სიხარულიც გაათკეცდება.ათი სიცოცხლე გააჩინე ამოსარჩევად,ბედით იქნები ათჯერ უფრო გატაცებული,მაშინ სიკვდილის წასართმევი არრა დაგრჩება,თუკი სიცოცხლე შვილს ექნება გადაცემული.სიკვდილი აღარ მოგადგება თავის სანთლებით,მემკვიდრეობად არ დაგრჩება მიწის მატლები.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი