↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მას შემდეგ, რაც ზღვა და მიწა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95292 ნახვა

—
მას შემდეგ, რაც ზღვა და მიწამოსწყდნენ სამშვიდობო კერას,ერთი წუთი და წამიცასაუკუნეთ უდრის ჟღერას.
სადიდხანოდ სარაინდოსდასძახოდეს ცივი ქარი:„ძმამ თვისი ძმა არ დაინდოს,მეგობარმა - მეგობარი.
სიკვდილი მას, ვინც გასცვალოსსიყვარულში მტრობის ბნედა,მას, რომელმაც შეიბრალოსძმა, მამა და თუნდაც დედა“.
პირველი ძმა:„ნუთუ მოგკალ... და მე ძმა ვარ?“მეორე ძმა:„მომკალ, მაგრამ იყავ მცნობლად,ქართლში შენ არც პირველი ხარდა არც უკანასკნელი ხარ,როს ძმა ძმას ჰკლავს დაუნდობლად“.
აწ სამშობლოს არე-მარეს,მტრისთვის გზა აქვს ჩაკეტილი:ახსოვს ის დრო, როგორც მწარე,საშინელი გაკვეთილი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი