↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მარგვლას რომ მორჩა გლეხობა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
მარგვლას რომ მორჩა გლეხობაისე, ვით წინად ხვნა-თესვას,ამბავით გადაეღობააქ ნათესავი ნათესავს.
მღელვარე და ფეროვანიომმა შესწყვიტა რა ლხინი,ომში წამსვლელის ხმოვანიმოისმის ცხენის ჭიხვინი.
ო, არ იქნება, არ იგრძნოს,წინათგრძნობა არ იცვლება,ცხენი ხომ პატრონს ხმით იცნობსდა სწრაფად პასუხს იძლევა.
შეშფოთებაა!.. ფაშიზმისურდო - ურდოზე დინდება.„ომი დაიწყო“ - ხმა ისმისდა ცხენიც აჭიხვინდება.
„ჩვენ წავალთ, თქვენ აქ დარჩებით,შრომისთვის თავგანწირულნი.შეგვმოსავს იქ გამარჯვებითაქ თქვენი შრომა გმირული“, -
ამბობს წამსვლელთა ქუხილი,ბანს სცემენ მთათა ციხენი.სიფიცხისა და დუღილისგაისმის ცხენის ჭიხვინი...
„- ეხლა კი, ძმებო, ნახვამდის“.„- გამარჯვების გზა, მედგარი“.ცხენს მოახტება, ლაგამს სცდისდა მიჰქრის, მიჰქრის მხედარი.
გულს ომში წასვლა უხარის.გარდავლოს კლდენი, რიყენი,ქარიშხალსა ჰგავს მქუხარესმგზნებარე ცხენის ჭიხვინი.
ბერავს ნესტოებს, გლეჯს ლაგამს,ქარში გაშლილა ფაფარი.მართლაც რომ დევგმირს მიაგავსმხედარი... მიაქვს მთა-ბარი.
ყოველმა იცის: დიადიგამარჯვებაა გვირგვინი.დაბრუნებისას, ზვიადი -ისმოდეს მერნის ჭიხვინი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი