↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უკვე ტკივილი გახდა იმხელა

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14827 ნახვა

—
უკვე ტკივილი გახდა იმხელა,ვამბობ სამდურავს სოფლის.აღარ მამშვიდებს ლექსი, სიმღერა,აღარც ნერვები მყოფნის.თურმე საწუთრო ბეწვის ხიდია,როგორ იცხოვრებ ტკბილად...ახლა გარშემო მხოლოდ ბინდია,აღარ თენდება დილა.ჩარჩენილია გული ნაღველში,მალე ჩამოწვა ნისლი.სისხლიც თანდათან შრება ძარღვებში,ერთდროს მღელვარე სისხლი.აღარ მამშვიდებს ლექსი, სიმღერა,აღარც ნერვები მყოფნის.უკვე ტკივილი გახდა იმხელა,ვამბობ სამდურავს სოფლის.
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი