პოეზია · ლირიკა
* * * ცარცით მოთხუპნული ხელებით
ცარცით მოთხუპნული ხელებით დავზარდე ეს ბაფთები.აღლუმებზე ვაფრიალე,შორიშორს გაპრეხილი კურდღლის ყურებივით ვაბარტყუნე.ბოლოს, რომ ვეღარ ვეტეოდი,იმ სასკოლო ფორმასთან ერთადჩემი თვალების წყალში მოვისროლე.მამას ცხლად უყვარდა შემწვარი თევზი,დედას ცივად.ბებია კუთავდა, ჩუმად, უსაშველოდ.მე კარი გამოვიჯახუნე დათვალებში დაგუბებული წყალი დამექცა.სადღაც, კოცონთან, ფეხებალეწილი გოგოები ისხდნენ დაიქნებ, მათ შორის მინდოდა გარევა.გოგოები ხომ სხვანაირ ცხოვრებაზე ლაპარაკობდნენ.ჩუმად, უსაშველოდ საინტერესოდ დაცარციანი ხელებით დაზრდილი ბაფთებინატვრის ხეებისთვის შეებათ.მჩატეები იყვნენ თუ მძიმეები, ვერ მივმხვდარიყავი.მთვარე აბაფთებულ ხეებს თითქოს ლილაში ავლებდა.იმ ცარცის ჩამორეცხვა თუ უნდოდა,რომლითაც პირველ კლასში 2+3=5 დავწერე.