პოეზია · ლირიკა
მამლის ძლისპირი
სანამ ისმენდეთ, იხილეთ იგავი მამლის ქურდზე
–სხეული–
მე ზღაპრის აქეთ დავიბადე –ტკბილი ბოლო მწამს.ვზივარ.კვამლს ჯიუტ სტუმარივით შიგნით ვეწევიდა ხელზე ჭორფლი მეფანტება,წვიმის წვეთების ფრთხილი ჩრდილი სველი მინიდანდა ოდნავ თბილა, მაზარმაცებს ანუ მზერასშენს სუფთა საწოლამდე გვიან მივიტან.უდარდელი ვარ და ზანტი ვარ –ტკბილი ბოლო მწამს.
–სამშვინელი–
შენ აიკარი ზურგზე გუდა, თვალზე ქუთუთოდა ცხრა ძილს იქით,ჩემთვის სიზმრის მოსატანად წახვედი და დამიბარე –მელოდე ექვსი მამლის ყივილი,თუ არ დავბრუნე,გლოვის ნიშნად თბილი წითლით შეიმოსე(დანა სასთუმლის გვერდითაა და ქვა –სალესი)შენ სანამ უკან მოხვიდოდი,მე )დრომოვკალი(–საათს ისრები მოვწყვიტე დაისრითხეებს და ხეებზე დახრილ ლოლოებს– გაყინულ ქარსდა დედაჩვენის სახელსვფხაჭნიდი.ასე გავერთე – დრო მოვკალიდა მესამე ყივილისას ვიგრძენი,რომ ძლიერ მომშივდა.
–სული–
მე ვაჭარი ვარ.მე სამი დღე მამალს ვყიდდი ლამაზ ბაზარშიდა ერთხელაც სხვა ვაჭრებმა, იქურდეო, ცილი დამწამესდა გზად მამალი გადავმალე ნიფხავ–შარვლაში.მიმგვარეს პირქუშ მოსამართლეს,მარჯვნივ ედგა ბროლის თასი, მარცხნივ თიხის დამომიგო:–მამლის ქურდობას გაბრალებენ,ავსა საქმესა გაბრალებენ,ავი საქმითვე განისჯები,უნდა მოგაჭრა ორივ ყური,უნდა დაგთხარო ორივ თვალი.მე ვუთხარი:–მამალი თვალით არ მინახავს,ყურით მსმენია.ვაჭრებმა უთხრეს:–დახეთ, შარვლიდან მამლის კუდი, ჭრელი ბოლო ჩანს!ვფიცავთ ქურდია!ვფიცავთ ქურდია!დაუდგინე ჯიუტი მსჯავრი!და მე მივუგე:–თუმცა ახლა თქვენს ხელთა ვარ,ვარ ისევ ზანტი, უდარდელიდა ფიცი მაკვირვებსდა ბოლო მწამს.