↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტო ოდა

კეკელიძე გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი2935 ნახვა

—
ფესტოსის დისკო
A
აჰა, აღსრულდა –ჩემი კბილიდან თქვენს კბილებზე ენის თოკით ბრმა სიტყვები მოირწევიან,ხვალ შუბის ტარზე მზის წასმისას,ფილტვის ხრამები სუნთქვით გასცემენ მათ საშინელ, დიდებულ სიკვდილს.შეისხით ფრთები ამბის სმენად,ვისაც ფრთები გაქვთდა ნუ გაშინებთ, რომ მზე თითქმის საღამოვდება.გატეხეთ ღამე –გამოიღეთ მთვარის ქილადა გატეხეთ ქილა – მოისვარეთ თეთრი მურაბით,რომ სიზმრები კანზე გასხდნენ ჭიანჭველებადდა აღარასდროს გაახსენდეთ ფერადი სახლი.ანუ იფხიზლეთ,ანუ ფრთები შეისხით სმენად –ენის თოკზე ბრმა სიტყვები ხმას აცეცებენდა უფსკრულების შესაჭმელად ემზადებიან.
B
სანამ ისმენდეთ, იგალობეთ ფესტოსის დისკოს ორი მცირე საგალობელი
აია-ჭაბუკნო,დაფარული ტაძრის ამბავი მოგვითხრეთ,დედათქვენის საშვილოს ამბავი,რადგან დედათქვენი მუცლითმეზღაპრეადა როცა დაიბადეთ,პირიდან ოქროს წყალი წაგცდათდა მერე იტირეთ.ქვეყნის სიმაღლისანო,სიცოცხლის ძალნო,მარადმავალნო ანგელოზნო,მოდით ხელახლა ააშენეთ თქვენი ქალაქი,ოჯახის ფუძის განწმენდელნოდა შენ დედაო,მოდგმის ნანინავ,რომელმაც შობე ხუთი ვაჟიდა თმების ნაცვლად მუზარადი გამოაყოლე,და ძვლების ნაცვლად ხმლების კონა გამოაყოლედა ქარქაში გარღვეული გამოაყოლე.მრავლისმნახველო ნანაღმერთო,ხანგრძელ ჰყავ შენივ ტაძარი,ნუ დაამადლი კანდელში ზღაპრებსდა სარკმელი შენივ ვაჟებისთვისღია დატოვე.დაიფარე ჩვენი მიწა,ჩვენო მჭედელო,ჩვენო მჭედელოაადუღე ახალი წყალი.

C

რიუოკვანის უღრან სახლში ისე ბნელოდა,რომ შემეშინდა და უმალვე დავხუჭე თვალი _გამოვიქეცი იმ საშინელ, უთქმელ ჩეროდან,ხახვის ნაფცქვენი დაგიყრიათ და არ ვიწვალე.თუმცა ამინდი არ მინდობდა - ერთხელ, როცა შემეჭიდა,ქარი გამომდო, დავეცი, ჩვილმა ქვებმა ხერხემალი გადაიტყავესდა მუხლზე, როგორც ნანიშნევი, სისხლი დამაჩნდა.თუმცა სტომაქიც არ მინდობდა და ყველა სიტყვათქვენთვის აბგაში შენახული, გზაზე შევჭამე,მერე ხახვის ნაფცქვენებიც მივაყოლე დანიშნავს, რომ გზებიც უნებლიედ შემომეჭამა.
რადგან მამა ვარ,სხვა რა შარაა,ისევ ხორცი უნდა მოვიქნა:
-არაფერია მზეზე მეტიდა მზეზე ცოტა,შეისხით ფრთებიდა მიწაში ფრთები გაიდგით.
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი