პოეზია · ლირიკა
მესამე მარტო ოდა
სიკვდილი ანაზდად, გნებავთ ანდაზად
დილით გავედი..ასე, სადღაც დღისით და მზისითთვალი მოუკრავთ – ჩავუარე მეზობელ ბულვარს,ხანდახან ენას ვუკიდებდი - უცნობებს ისიც,დილით გავედი და ჯერაც არ დავბრუნებულვარ.მეცვა მოშავო შარვლის ფერი თხელი პერანგი,ასაკი – სადღაც ოცდაოთხი, უძმა-დობილო,შეკივლებამდე პაპაჩემი ნალებს ფერავდა,თუ სადმე მნახოთ, გთხოვთ, რომ მასვე შეატყობინოთ.შენ კი უჩუმრად გადმოგაწვდენ ნაჩვევ ბარათებს,გეტყვი ვისწავლე უსწავლელი ჯადოს კეთება -სადილად მყრალი არჯაკელის მიდგას სალათიდა მოტკბო ძმარში ფესვებივით მიდგას ფეხები.მე იქ მივედი, სადაც მიწის ჩრდილის კიდეა,სადაც მინდორი აღარ არის უკვე ტრიალიდა ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდიადა გასაღების ასხმასავით მივაჩხრიალებ.რომელი მათგან მოერგება ზეცის კლიტეებს,როცა კლიტეთაც მოეკიდათ ჟანგი ჭაღარად,თუ ჯოჯოხეთშიც ვერ მიხილო, გთხოვ მომიტევე,ჩემმა ლოცვებმა, მე კი არა, ღმერთი დაღალეს.შენ – მოუფრთხილდი ცრემლებისთვის უმწიფარ ღაწვებს,ნუღარ აირბენ გზის სამზერად სოფლის ანძაზედა თუ საბანი სურვილების ლოგინს ვერ გაწვდეს(და გითხრან - ისე დაიხურე, სადამდეც გაგწვდეს)წვრილად დაჭერი, დაუყარე მშიერ ანდაზებს.ნუ შეშინდები, მარტოობას მალე მოილევ,ძახილს არ შევწყვეტ, თუ ითმინა მანძილმა შორმა.აქ ყველაფერი ადვილია და ისე თბილი,რომ პურის ორმოდ გადაიქცა ამ ღამის ორმო,ჰა, ვარსკვლავების ნამცეცები და მთვარის ყუა,მეც ისევ აქ ვარ, განა ციდან გაგებებ ციაგს,ჰო, მოვიტყუე, შენ ხომ იცი პოეტის ტყუილსმოკლე ფეხები და ძალიან დიდი ფრთები აქვს.