↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოსადმი

გრიშაშვილი იოსებ

2012-09-121 წთ საკითხავი3405 ნახვა

—
’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!”მე ვიმეორებ ყოველ ცისმარე.სხვის მიწის ხვეჭა ჩვენ არ გვჩვევია,ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ.
”ეს მთა ჩვენია! ეს ხე ჩვენია!”მე ვიმეორებ ყოველ განთიადს.თუკ რამ კარგი გადამრჩენია,ისიც სამშობლოს დროშად ანთია.
სამშობლოს დროშა, როგორც ფოლადი,ერთი მიზნისკენ ჩვენს გულებს იკრებს...გულო! მებრძოლებს გაუტოლადდი,თოფის ლულაზე აწყობდი ფიქრებს!
ჩემს სიცოცხლეში ზამბახზე მძიმეარ წარმომითქვამს სიტყვა და ლექსი,პეპელას ფრთებზე გამოვიძინე,მინანავებდა სიოს ალერსი.
როგორც მებრძოლი, ეს მართალია,მე არ ვყოფილვარ, ძვირფასო, წინათ;ჩემში რითმამ და თოფის ფიალამთანამოსანგრედ ვერ იქორწინა.მაგრამ თუ ატყდა ომი ფიცხელი,შემოანგრიეს მზა ჯებირებიკალმის მაგივრად ხმალს ვსტაცებ ხელსა,პოეტებს აქაც გავეჯიბრები.
’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!”მე ვიმეორებ ყოველ განთიადს,და თუ რამ კარგი გადამრჩენია, -ისიც სამშობლოს დროშად ანთია.
1938
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი