↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი რობაქიძეს

გრიშაშვილი იოსებ

2026-07-181 წთ საკითხავი3404 ნახვა

—
წინათ რა იყო, ეს მე არ ვიცი,მე იმას ვამბობ, რასაც დღეს ვხედავ.ქართული კაბა როდის ჩაიცვი -ბავშვო, მიჯნურო, დაო დე დედავ!უბერებელო! რა ხარ? ვინა ხარ?შენზე არ ითქმის: “დროსგან ნამუსრო!”შენს კაბის შრიალს გულში ვინახავ,ტავდახურულო ხალხის ნამუსო!ლაპარაკობენ თვით შენი ძვლები,როცა სცენაზე გწვავს სიხალისე.ათიათასჯერ გარდაიცვლები,ათიათასჯერ ცოცხლდები ისევ.სიტყვის ტავთუხო! ლექსების წყობავ!ქართული სცენის სულო და გულო,ერთი სიცოცხლე შენ არ გეყოფა,შენ, რამდენჯერმე დაბადებულო!ა
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი