↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაიას ძლისპირი. წიქარა

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2933 ნახვა

—
მაია– ეს სამყარო ანუ ილუზია
ვედები.
ნა–გუს
მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,დედაჩემი იქნება კუდიანი დაღორად ქცეულ მამაჩემზე ამხედრებული.ვესროლე თმშეწნული სავარცხელი –სუროხშირი ტყე გაჩნდა.მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,ჩემს და_ძმას გავს,ოღონდ მტრების ჯარად ქცეულს,ვესროლე სალესი ქვა –სალი კლდე გაჩნდა.მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,ქალია შიშველი და სახემრუში,ვესროლე ჩემი სხეული დასამი ძე და სამი ასული გაჩნდა.მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,ღმერთი მომდევსძაღლად ქცეულ ეშმაკებზე ამხედრებული,ვესროლე ჩემი სული დასამოთხე და ჯოჯოხეთი ერთად გაჩნდა.მივიხედე – ბუზსიტოლად რაღაც მოჩანს,არც არა მქონდა, რომ მესროლა,დავჯექი და დაველოდე.მოფრინდა ბუზი და გაფრინდა.მაშინ ვიფიქრე –ეგებ ყველა ბუზი იყო,გამეღიმადაგავქრი.
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი