პოეზია · ლირიკა
კაცის ძლისპირი
,,დრო კი არ გადის, მე გავდივარ, მე უკვე სხვა ვარ\"
გივი ალხაზიშვილი
,,არ გისმენ. გამყავს დრო სცენიდან მკვდარი – დაღლილი\"
დიანა ანფიმიადი
ასე ვთამაშობდადრო გამყავს –თხელი და სველი გაზეთიდან გემებს ვაკეთებ,ფრჩხილს ვიჭრი,გემებს მკვდარ მგზავრებად ვაყოლებ ფრჩხილებსდა წყალს ვაყოლებ – წვეთ–წვეთ ვყლაპავ,რადგან ყელამდე შემოსალტულ წყალში მივდივარდადრო გამყავს.ფეხზე მოძულებულ ცოლივით მქაჩავს ბალახიდა თევზი მშიერ წვრილ–შვილივით მეხვევადა თავ–ბრუს მახვევსდადრო გამყავს,რადგან მხოლოდ ეს საქმე ვიცი,თუნდაც ხელს ხელად გამოწვდილი ტალღა მიშლიდეს,ათასი და ბინძური ტალღა.
დრო გამყავს.
აჰა, გამოჩნდა ის ნაპირიც,მე გავედი და დაღლისგან მალე მოვკვდები,ასეთია ჩემი წესი –მე მოვკვდები,დრო კი სამშვიდობოსგავიყვანე.