პოეზია · ლირიკა
არ ვიცი
არ ვიცი, საიდან სადამდეა ჩემი სილამაზე:შუბლიდან ნიკაპამდე,ლავიწიდან კვირისტავამდე თუთხემიდან ტერფამდე.ის საიდანღაც იწყება და საითკენღაც სრულდება,მაგრამ საითკენ, გაუგებარია.სახიდან კანჭებისაკენ მიემართება თუ პირიქით,კანჭებიდან სახისაკენ?ბეჭების და დუნდულების მიდამოებში ხომარ ტრიალებს?ან იქნებ გასწვრივ მოძრაობს,ჩემი ერთი თვალიდან მეორე თვალამდე,ერთი ძუძუსკერტიდან მეორე ძუძუსკერტამდეან სულაცდიაგონალურია და გულიდან ღვიძლამდემისერავს მუცელს?და თუ აპრეხილ ცხვირზე მაზის დაიქიდან ფეხსაც არ იცვლის, მაშინ?ვითომ რატომ არ შეიძლება,ჩემი სილამაზე მხოლოდ ერთ რომელიღაცუძრავ წერტილში ბუდობდეს?მით უმეტეს, თუ არავინ იქნება,ვინც მის ამოძრავებას შეეცდებოდა.ერთ წერტილში შეკუნჭული სილამაზე _ასეთი რამ სრულიადაც არაა გამორიცხული დათუ ადამიანი ჩაუკვირდება, არც საწყენი.მთავარია, ის არსებობდეს.მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომჩვენი სილამაზე არსებობს.რომ ის საიდანღაც დაიწყო და ახლარაღაც (თუნდაც პირობითი) ფართობი უკავია _შუბლიდან ნიკაპამდე,კეფიდან კუდუსუნამდე ანგულისკოვზიდან გულისფიცრამდე.
თუ ეს ვიცით,დანარჩენი სულერთია.
თუ ეს ვიცით,კმაყოფილი ვართ და სამყაროს ვეპრანჭებით _თუნდაც იმ ერთადერთი წერტილით ცხვირის წვერზე.
ასეთები ვართ ადამიანები.ასეთები ვართ მდედრები.ასეთი ვარ მე _ დიანა ვაჩნაძე დაძალიანაც ამაყი ვარ ამით.