↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მინდა რომ ჩავწვდე ზედმიწევნით (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1920 ნახვა

—
მინდა რომ ჩავწვდე ზედმიწევნითარსს და რაობასშემოქმედების, გზის მოძებნისგულის ძრაობის.
წასული წლების, წარსულ დღეთამიზეზს, მშვენებას,საძირკველთა თუ საფუძველთაამოშენებას.
მინდა რომ ვპოვო სიმი რამეხილვის, ჩვენების,გრძნობის და წვდომის, კვდომის, შრომის,აღმოჩენების.
სულ მცირედზე რომ გამწვდებოდესღონე და გონი,ვნებათ ბუნებას ეძღვნებოდასულ რვა სტრიქონი.
გავიხსენებდი შეცოდებებს,ახლებს და ძველებს,მთლად უნებლიე ცთომილებებს,მკლავებს და ხელებს.
დავწერდი კანონს ჩემი ხელით,მის პირველ ბწკარებს,ვიმეორებდი იმ სახელისინიციალებს.
მე დავკვალავდი ლექსებს ბაღადდა რტოთა ჟრჟოლვითვახმაურებდი ცაცხვებს ლაღად,ნიავის ქროლვით.
ლექსს ავავსებდი მონატრებითჭალის შრიალის,უცხო სიჭრელით ველ-მინდვრების,ავდრის გრიალით.
როგორც შოპენმა შეარხიაფიქრი თითებით _ფოლვერკი, პარკი და სამარხიეტიუდებად.
ნატვრის ახდომა ატყდომააშურის და შარის,ვით მშვილდი, ლამის გადამტყდარიფიცხელი ლარით.1956

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი